logo
ENG



ხელოვანები პრეზიდენტსა და პოლიტიკოსებს მიმართავენ და პეტიციას ავრცელებენ

19 აპრ 202414:52
3 წუთის საკითხავი
 
ხელოვანები პრეზიდენტსა და პოლიტიკოსებს მიმართავენ და პეტიციას ავრცელებენ
ფორმულა/ლანა მრავლაძე

ხელოვანები პრეზიდენტსა და პოლიტიკოსებს მიმართავენ და პეტიციას ავრცელებენ. ისინი მიმართავენ პოლიტიკოსებს, რომლებიც ევროინტეგრაციის ერთგული რჩებიან. 

"მივიჩნევთ, რომ მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ მეორედ სცადა რუსული კანონის მიღება და საქართველოს ევროპული გზის საბოტაჟი, ერთადერთი ინსტიტუცია, რომელიც ინარჩუნებს ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულებას, არის საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები მზად ვართ ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის მომავლისა და ევროპული ინტეგრაციისთვის და დავიბრუნოთ რუსი ოლიგარქის მიერ მიტაცებული სახელმწიფო.

იმისათვის, რომ ამ პროცესში ქართველმა ხალხმა მოვიპოვოთ გადამწყვეტი უპირატესობა, მნიშვნელოვანია შეასრულოთ თქვენი პირდაპირი მოვალეობა და ამ პროტესტს ზურგი გაუმაგროთ ერთიანი პოლიტიკური დღის წესრიგით. იმისათვის, რომ ჯანსაღი პროტესტი არ დარჩეს პროტესტად და ტრანსფორმირდეს პოლიტიკურ მოთხოვნებში, იმისათვის, რომ პროცესები წარიმართოს კონსტიტუციურ ფარგლებში, იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ სამოქალაქო მშვიდობა და იმისათვის, რომ რუსი ოლიგარქის კონტროლქვეშ მოქმედი ქართული ოცნება არ დარჩეს ერთადერთ ორგანიზებულ პოლიტიკურ ძალად, მოგიწოდებთ:

გამოიყენოთ პრეზიდენტის მიერ გაცხადებული მზაობა, შეასრულოს ქოლგის როლი და წარმართოს თქვენ შორის თემატური მოლაპარაკებები;
გააკეთოთ ერთობლივი განცხადება, სადაც გაგვაცნობთ ამ თემატური ერთიანობის კონკრეტულ საკითხებს;

შეიმუშაოთ კონკრეტული გეგმა, რომელიც გვაჩვენებს, როგორ შეგვიძლია დავრჩეთ კონსტიტუციის ფარგლებში და შევინარჩუნოთ სამოქალაქო მშვიდობა.

მოგიწოდებთ, ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს მომენტში, როდესაც ხელისუფლებამ უარი თქვა ხალხთან ანგარიშვალდებულების მინიმალურ სტანდარტზეც კი და ღიად უღალატა საქართველოს სახელმწიფოებრიობას, გვერდით გადადეთ ყოველგვარი უთანხმოება და აღასრულეთ თქვენი ვალი ერისა და ქვეყნის წინაშე", - აღნიშნულია პეტიციაში.

ხელმომწერები: 

  • ტორესა მოსი, მწერალი
  • ანა რიაბოშენკო, არტმენეჯერი, ხელოვანი
  • ირაკლი ვაჩნაძე, არქიტექტორი
  • ლილი დადიანი, ხელოვანი
  • ელენე აბაშიძე, კურატორი
  • ანდრო ერაძე, ხელოვანი
  • თამარ ცაგურია, ფსიქოლოგი
  • ლევან ღამბაშიძე, მასწავლებელი
  • რეზო კიკნაძე, კომპოზიტორი
  • მიკა მდინარაძე, კომპოზიტორი
  • ლალი პერტენავა, ხელოვნებათმცოდნე
  • ცირა ელისაშვილი, მონუმენტალისტი
  • ნატალია ვაწაძე , არტისტი (ჯგუფი ბულიონი)
  • ირინა პოპიაშვილი, კურატორი
  • დავით ხორბალაძე, რეჟისორი
  • ნიკოლოზ მარი, სცენარისტი,რეჟისორი
  • თეო ხატიაშვილი, კინომცოდნე
  • ნინი დარჩია, კურატორი
  • გიორგი გაგოშიძე, ხელოვანი
  • ნიკა მაჩაიძე, მუსიკოსი, რეჟისიორი
  • ნატალია (ტუსია) ბერიძე, მუსიკოსი
  • ნათია სართანია-კიტუაშვილი, მუსიკოსი
  • თეონა ჯაფარიძე, არტ-ჟურნალისტი. Კურატორი
  • ლადო ვლადიმერ ხართიშვილი, ხელოვანი (ჯგუფი ბულიონი)
  • ივა ფეზუაშვილი, მწერალი
  • ანა კორძაია-სამადაშვილი, ფილოლოგი
  • მართა თაბუკაშვილი, დიზაინერი
  • დათა თავაძე, რეჟისიორი
  • ლევან სონღულაშვილი, მხატვარი
  • ნინო ალავიძე, ხელოვანი
  • ნინო სურამელაშვილი (რატი რატიანი), მწერალი
  • სოფიო კილასონია, ხელოვნებათმცოდნე, ჟურნალისტი
  • ნატა ლომოური, კულტურის მენეჯერ
  • ნანა აკობიძე, პოეტი, მწერალი
  • მაშო სამადაშვილი, ლიტერატურათმცოდნე
  • მიხეილ ჩარკვიანი, რწჟისორი
  • კოკა ქამუშაძე, მწერალი
  • ბელა ჩეკურიშვილი, პოეტი
  • ნინო ბექიშვილი, რედაქტორი
  • შორენა ლებანიძე, მწერალი
  • გიორგი არაბული, პოეტი
  • დალილა გოგია, მთარგმენი
  • პაატა შამუგია, მწერალი
  • რატი მუჯირი, მწერალი
  • ელენე ჯაფარიძე, მწერალი
  • მარი ბექაური, მწერალი
  • ლაშა ბუღაძე, მწერალი
  • იაკი კაბე, მწერალი
  • ნინო ნადირაძე, მწერალი
  • ანნა ჯავახიშვილი, პოეტი
  • გიორგი ხარაიშვილი, მთარგმნელი
  • ნატო კვარაცხელია, მთარგმნელი
  • ნათია ორმოცაძე, მთარგმნელი, რედაქტორი
  • მიხეილ ციხელაშვილი, მწერალი
  • თაკო ბაქრაძე, ილუსტრატორი
  • ნინო ჭინჭარაული, მხატვარი, მწერალი
  • ვასო გულეური, მხატვარი, მწერალი
  • ბესო სოლომანაშვილი, მწერალი, რეჟისორი
  • ლელა დუმბაძე, მთარგმნელი
  • ქეთი ქანთარია, მთარგმნელი
  • თეონა ბექიშვილი, რედაქტორი
  • მაკა კასრაძე, გამომცემელი
  • თეონა ჭანიშვილი, მხატვარი, წიგნის დიზაინერი
  • ლელა ფიროსმანიშვილი, მთარგმნელი
  • ბათუ დანელია, პოეტი
  • დავით ხურცილავა, არქიტექტორი
  • სანდრო ნავერიანი, მწერალი
  • მაია კუდავა, გამომცემელი
  • ზვიად კვარაცხელია, მწერალი, გამომცემელი
  • ნატო გორდელაძე, გამომცემელი
  • დათო სამნიაშვილი, მწერალი
  • ნანა აბულაძე, მწერალი
  • დარეჯან კიკოლიაშვილი, მთარგმნელი
  • ეკატერინე ტოგონიძე, მწერალი
  • რუსუდან რუხაძე, მწერალი
  • ნათია გიორგაძე, მწერალი
  • ირაკლი ლომოური, მწერალი
  • ლელა კოდალაშვილი, ლიტერატორი
  • ანა ყიასაშვილი, გამომცემელი
  • მარიამ კვიციანი, გამომცემელი
  • ამირან რამიშვილი, გამომცემელი
  • მაიკო დანელია, კულტურის მენეჯერი
  • ირინე ჭოღოშვილი, ლიტერატურის მენეჯერი
  • გვანცა ჯობავა, მთარგმნელი, გამომცემელი
  • თინა მამულაშვილი, გამომცემელი
  • ნატო ალხაზიშვილი, გამომცემელი
  • ლიკა ჩაფიძე, მთარგმნელი
  • თორნიკე ჭელიძე, პოეტი
  • ნუკა ღამბაშიძე, გამომცემელი
  • თორნიკე სიბაშვილი, მწერალი
  • მათე სარალიშვილი, მწერალი, მთარგმნელი
  • რუსუდან კაიშაური, პოეტი
  • ზურა პაპიაშვილი, პოეტი, დრამატურგი
  • ნათია მიქელაძე, მთარგმნელი და კულტურის მენეჯერი
  • თეა გვეტაძე, ხელოვანი
  • თინათინ ასათიანი, კურატორ არტმენეჯერი
  • ანა მარგველაშვილი, კულტურის მენეჯერი, მკვლევარი
  • გიორგი ბაქანიძე, ფსიქიატრი
  • ნონა ოთარაშვილი, ხელოვანი

close დახურვა