logo
ENG



"20-30 მეტრი მათრიეს, სახესა და სხეულზე მირტყამდნენ" - ტედ ჯონასი დაკავების დეტალებს აღწერს

01 მაი 202411:53
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/01/lqorhmb1ybrrsua.jpg

ამერიკელი იურისტი, ტედ ჯონასი, რომელიც პოლიციელებმა გუშინ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს თავისუფალია. იგი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერ და ამასთანავე დეტალურად აღწერს, თუ როგორ გაუსწორდნენ მას სამართალდამცავები.

იგი წერს, რომ რობოკოპებმა იგი 20-30 მეტრი "ტროტუარზე ათრიეს" რა დროსაც სახესა და სხეულზე ფიზიკურად შეურაცხყოფას აყენებდნენ.

ტედ ჯონასი ასევე იხსენებს, რომ ორი საათი პოლიციელების მანქანაში გაატარა, სადაც მასთან ერთად მყოფ ახალგაზრდებს დროგამოშვებით სცემდნენ.

"გასულ ღამეს, დაახლოებით, 00:30 საათზე ქუჩიდან, რუსთაველზე მომიტინგეების ფრონტის ხაზიდან, ყაჩაღი პოლიციელების ფალანგამ გამიტაცა. ეს წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზისა და მხუთავი აირების გაშვებიდან სულ რამდენიმე წუთში მოხდა. როცა პოლიციელი შეჯგუფდნენ. მათ შემდეგ, დაახლოებით, 30 მეტრი ტროტუარზე მათრიეს და მთელი ამ დროის განმავლობაში მცემდნენ და წიხლს მირტყამდნენ. ჩემს ცემას მას შემდეგაც განაგრძობდნენ, როცა მიწაზე ვიწექი და ჩემი თავის დაცვას ვცდილობდი. სულ მცირე 20-30 ჯერ მაინც დამარტყეს. ამის გამო ცხვირიდან სისხლი მდიოდა, ცემისგან თავზე, ყბაზე და მარჯვენა თვალის ქუთუთოზე ჩალურჯებები გამიჩნდა.

შემდეგ თითქმის ორი საათი პოლიციის ჩაბნელებულ მანქანაში ვიჯექი, იმ ორ ახალგაზრდასთან ერთად, რომლებიც ჩემთან ერთად დააკავეს. ყველი 5 წუთის განმავლობაში პოლიციელები მანქანაში აგრესიულად კიდევ ერთ ახალგაზრდას შემოაგდებდნენ ხოლმე. ისინი პერიოდულად მანქანის კარებს ხსნიდნენ და დაახლოებით 4 რობოკოპი ჩემთან ერთად მყოფი ახალგაზრდების ცემას განაგრძობდა. მანქანაში ყოფნისას მე მოვახერხე ტელეფონით დავკავშირებოდი მეგობრებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, ჩემს ცოლ ნინოსა და ეკა გიგაურს, რომელიც იურისტის სწრაფად მოძებნაში დამეხმარებოდა.

რაღაც მომენტში მათ "ამერიკის მოქალაქის" დაკავების შესახებ მიუვიდათ ცნობა. შსს-ის მანქანით დიღმის მასივში გადამიყვანეს. ისინი საკმარისად მეგობრულები იყვნენ და "კაი კაცს" მეძახდნენ. მალევე გამომიშვეს - ალბათ, დიდწილად, ამერიკის საელჩოსა და აშშ-ის მთავრობის ჩარევის შედეგად. დიდი ალბათობით, ცემის გამო, თავის შერყევა მაქვს.

მხოლოდ ერთი რამის თქმა მსურს, ყოველთვის ღირს ბრძოლა. მეც საქართველოს მოქალაქე ვარ და 30 წელი ჩავდე ამ ქვეყნის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მშენებლობაში. მთელი ღამის განმავლობაში ვუყურებდი თავს როგორ ესხმოდნენ და სახეში ასხამდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს, მათ შორიც მეც, ცრემლსადენ აირს. იბრძოლეთ ჩემო მეგობრებო, ცხვრებივით არ უნდა ვიყოთ. რობოკოპები ველურები არიან - უკონტროლოები", - წერს ჯონასი სოციალურ ქსელში. 


close დახურვა