logo
ENG



პაუერი: კატეგორიულად ვგმობთ პარლამენტში უცხოური გავლენის კანონმდებლობის დამტკიცებას

15 მაი 202409:10
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/15/u6t3fzz104tghzd.jpg

ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)-ის ხელმძღვანელი სამანტა პაუერი გუშინ რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ USAID კატეგორიულად გმობს ამ ნაბიჯს.

მისი თქმით, რუსული კანონი ძირს უთხრის ქართულ სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას და "საბოლოოდ, გაართულებს ქართველი ხალხისთვის საჭირო სერვისების მიწოდების გაგრძელებას."

"ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ დღევანდელ კენჭისყრას საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობის სასარგებლოდ, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას და საბოლოოდ, გაართულებს ქართველი ხალხისთვის საჭირო სერვისების მიწოდების გაგრძელებას. ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული ასეთი კანონმდებლობის ზეგავლენით ორგანიზაციებზე, რომლებიც ასრულებენ კრიტიკულ სამუშაოს ადგილზე დემოკრატიული მმართველობის გასაძლიერებლად და ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის.

როგორც ევროკავშირმა ცხადყო, ამ კანონს აქვს პოტენციალი შეაფერხოს საქართველოს ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის პერსპექტივები - ის, რასაც აქვს ქართველი ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერა. ეს პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის მრავალწლიან ორმხრივ პარტნიორობას - პარტნიორობას, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისიდან იღებს სათავეს, რომლის დროსაც USAID-მა თითქმის 2 მილიარდი დოლარის დახმარება გასწია საქართველოსთვის, რომელიც დამყარებულია ორმხრივ ინტერესზე და დემოკრატიის საერთო ერთგულებაზე", - წერია განცხადებაში.

პაუერი აღნიშნავს, რომ აშშ მოუწოდებს მხარეებს, შავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან, ხოლო საქართველოს მთავრობამ "თავისი ძალისხმევის ფოკუსირება მოახდინოს ინიციატივებზე, რომლებიც პასუხობენ ქართველი ხალხის ყველაზე მწვავე საჭიროებებს."


close დახურვა