logo
ENG


კუბილიუსი: მთავრობა ყველაფერს აკეთებდა, სტატუსი არ მიეღოთ, ალბათ, არც ისე ბედნიერები არიან
  • 502ნახვები

პირველ რიგში, ვულოცავ ქართველ ხალხს, ყველას, ვისაც მართლა უნდა საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. მეორე, ნათელია, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, რომ არ მიეღოთ კანდიდატის სტატუსი და ახლა, ალბათ, არც ისე ბედნიერები არიან, რომ მათი მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა. იმედია, ეს იქნება კარგი გაკვეთილი მმართველი პარტიისთვის, თავად ივანიშვილისთვის, რომლებიც ცდილობდნენ შეექმნათ წინაღობები ქართველი ხალხისთვის. მათ არაეფექტურად იმუშავეს, კრემლი, ალბათ, არ იქნება კმაყოფილი ევროკომისიის ამ გადაწყვეტილებით.

განაცხადა ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა ევროკომისიის დღევანდელი გადაწყვეტილების შესახებ. დღეს ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა