logo
ENG


ზურაბიშვილი ახალგაზრდებს: თქვენ ხელში ეს ქვეყანა იქნება ევროპულიც და ძალიან ქართული
  • 276ნახვები

ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს შენი ქვეყნის ახალგაზრდობა, ქვეყნის მომავალი, რომ მადლობის სათქმელად მოდის პრეზიდენტის სასახლესთან. მეც მადლობას გიძღვნით, რომ ხართ თავისუფალნი და ღირსეულნი, ძლიერნი და მართალნი. არ მეშინია, თქვენ ხელში ეს ქვეყანა იქნება ევროპულიც, დემოკრატიულიც, და რაც მთავარია დამოუკიდებელი და ძალიან ქართული. ამ გზას გავივლით ერთად!

 

წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე და დღევანდელი აქციიდან ვიდეოს აქვეყნებს. ვიდეოში ახალგაზრდები ორბელიანის სასახლესთან იმყოფებიან, სადაც აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილისთვის მადლობის გამოსახატად მივიდნენ.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა