logo
ENG


პრეზიდენტი: ივანიშვილმა თავისი განცხადებით ომი გამოუცხადა პარტნიორებს - აშშ-სა და EU-ს
  • 265ნახვები

ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც ჩვენ 2 დღის წინ მოვისმინეთ, ომის გამოცხადებაა ჩვენი პარტნიორებისთვის - შეერთებული შტატებისა და ევროკავშირისთვის. მათთვის ყველასთვის ომის პარტიის, აგენტების წოდება, ჩემთვისაც აგენტის და ომის პარტიის წევრის წოდება, საქართველოში მოქმედი ყველა ორგანიზაციისთვის, ყველა პარტიისთვის და მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქუჩაში დგანან და აცხადებენ, რომ ევროპული მომავლის შენარჩუნება სურთ - რევოლუციისა და დამხობის აგენტების წოდება ზუსტად ის ტერმინებია, რომელსაც პრეზიდენტი პუტინი იყენებს საკუთარი სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.

განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა FRANCE 24-თან ინტერვიუში.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა