logo
ENG


ჯაფარიძე ზურაბიშვილზე: ვეტოს დადება ნაბიჯია, რომ ქვეყნის ბელარუსიზაციას ეწინააღმდეგება
  • 339ნახვები

ჩემი აზრით, ზურაბიშვილი ბოლო პერიოდში რა ნაბიჯებსაც დგამს, სწორი ნაბიჯებია. მათ შორის, მგონია, რომ ეს დიპლომატიური, ჩემი აზრით, ზედმეტად მოზომილი ენა რომ შეცვალა და გაცილებით მკვეთრ და გასაგებ განცხადებებს აკეთებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის რეჟიმი არის ქვეყანაში და რა საფრთხეები ემუქრება ამ ქვეყანას, ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, რა შესაძლებლობა აქვს ამ ქვეყანას, ეგ არის კარგი, მათ შორის ვეტოს დადება ამ კანონზე, მაგის ნაბიჯია, რომ ის პრინციპულად ეწინააღმდეგება ამ ქვეყნის საბოლოო ჯამში ჩაკეტვას და ბელარუსიზაციას.

განაცხადა გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ.

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოფშორების კანონს ვეტო დაადო.



ასევე ნახეთ
close დახურვა