logo
ENG


გომელაური: ვერტმფრენი არაა მოტოციკლი, მანქანა რომ დაჯდე და გავარდე, მომზადება სჭირდება
  • 906ნახვები

ვერტმფრენი ჩამოვიდა დაახლოებით 3 საათში, ვერტმფრენი არ არის არც მოტოციკლეტი არც მანქანა რომ დაჯდე და გავარდე, ამას მომზადება სჭირდება. ამინდი იყო ძალიან ცუდი, თითქმის 2 საათი ღრუბლებს უვლიდნენ რომ შემოფრენილიყო ხეობაში, მაინც ჩამოვიდა ვერტმფრენი, იმუშავეს შუაში, კუნძულზე სადღაც სულ იყო 70 ადამიანი, გამოიყვანეს უსაფრთხო ადგილას, მეორე მხარეს ფერდობზე იქ ჩვენი პოლიციელებიც ადგილზე იყვნენ, საკვებიც, უსაფრთხო ადგილი იყო. დაღამდა, იქიდან გამომდინარე რომ საფრთხე იყო და აღარ გავრისკეთ, მეორე დღეს გამოვიყვანეთ ეს დანარჩენი ადამიანებიც.

 

განაცხადა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა შოვში მომხდარ სტიქიაზე სამაშველო სამსახურების რეაგირებასთან დაკავშირებით. 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა