logo
ENG

მარინა ეზუგბაია: საქართველოში კორონავირუსის მეათე შემთხვევა დაფიქსირდა

07 მარ 202010:08
3 წუთის საკითხავი
 
4fxelwo648givh1.jpg

„საქართველოში კორონავირუსის მეათე შემთხვევა დაფიქსირდა,“ - ამის შესახებ განცხადებას ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს. მისი თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 46 პაციენტიდან 21-ს არ დაუდასტურდა კორონავირუსირომლებსაც საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, კორონავირუსით დაავადებული 10 პაციენტიდან ერთის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა, თუმცა მდგომარეობა სტაბილურია და პროგრესირებას არ განიცდის.

„ამ დროისთვის ცენტრში იყო 46 პაციენტი. გუშინ ჩვენს ცენტრში მოთავსებულ 21 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება კორონავირუსთან მიმართებით. მათგან ყველა უარყოფითი იყო. ისინი საკარანტინო სივრცეში იქნებიან გადაყვანილი. დღეს 17 პაციენტისათვის ასაღებია სინჯები, რომლებსაც ტესტი კორონავირუსთან დაკავშირებით ჩაუტარდებათ. დადასტურებული გვყავდა 9 პაციენტი, რომელსაც დაემატა ერთი პაციენტი - ეს ამირან გამყრელიძის შვილი ნიკა გამყრელიძე. ამ ათიდან მხოლოდ ერთის მდგომარეობაა საშუალოზე მძიმე, მაგრამ მაინც სტაბილურადაა. გრძელდება მკურნალობა კლინიკო-ლაბორატორიული მონაცემების შეფასებით, მდგომარეობა სტაბილურია და პროგრესირებას არ განიცდის“, - განაცხდა მარინა ეზუგბაიამ.

 


close დახურვა