logo
ENG

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა

31 იან 202000:01
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შემთხვევა უხანში დადასტურდა.

საგანგებო რეჟიმის გამოცხადების მთავარ მიზეზად იმ ქვეყნების დაცვა დასახელდა, რომლებმაც შესაძლოა კორონავირუსთან გამკლავება თავად ვერ შეძლონ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ჩინეთის 9 მოქალაქე ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. აქედან ორი მცირეწლოვანი ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსდა, ხოლო 7-ს როგორც კონტაქტებს, ისე გაუგრძელდებათ ზედამხედველობა. როგორც ერთ-ერთი ჩინეთის მოქალაქე აცხადებს, მას ჩვეულებრივი ტემპერატურა აქვს და ოდნავ ტკივა ყელი.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით ე.წ სწრაფი ტესტის ჩატარების შემდეგ, ორ მცირეწლოვანს A ტიპის ვირუსი დაუდგინდა.

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულია 7 834 ადამიანი, მათ შორის 7 736 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირებულია ჩინეთში, 98 კი მსოფლიოს 18 ქვეყანაში.  

 


close დახურვა