logo
ENG

თალაკვაძე: შოთაძის პროკურორობის პერიოდში პროკურატურამ ეფექტიანად ჩაატარა გამოძიებები

08 თებ 202012:26
3 წუთის საკითხავი
clock 765

საპარლამენტო უმრავლესობა გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს მხარს დაუჭერს. ეს განცხადება, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა. მისი თქმით, შოთაძე ღირსეული კანდიდატია, რომელიც საჭირო დროს პასუხისმგებლობის აღებასა და გადადგომას არ მოერიდა. 

„ირაკლი შოთაძის მთავრი პროკურორობის პერიოდში პროკურატურამ ეფექტიანად ჩაატარა გამოძიებები არაერთ მნიშვნელოვან და გახმაურებულ საქმეებზე. მათ შორის იყო ორგანიზებული, ტრანსნაციონალური დანაშაული, ნარკოტრაფიკი და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევები, რასაც საზოგადოების მაღალი ინტერესი მოჰყვა.

როგორც კი ხორავას ქუჩაზე მომხდარი ფაქტის გამო გამოძიებასთან დაკავშირებით საზოგადოებას გაუჩნდა კითხვები პროკურატურასთან დაკავშირებით, მან მიიღო ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება და დატოვა თანამდებობა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატად 11 ხმით ერთის წინააღმდეგ, ირაკლი შოთაძე შეარჩია. კენჭისყრაში მონაწილეობას 12 კანდიდატი იღებდა. შემდგომ ეტაპზე შოთაძის კანდიდატურა პარლამენტს განსახილველად გადაეგზავნება. სწორედ საკანონმდებლო ორგანოში ჩატარებული კენჭისყრის საფუძველზე შოთაძე გენერალურ პროკურორად დაინიშნება. 

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები შოთაძის კანდიდატურას ღიად უჭერენ მხარს.


close დახურვა