logo
ENG

სენატორი რიში: სასამართლო დამოუკიდებლობის ჩამოშლა და ოპოზიციის დევნა მიუღებელი ქცევაა

11 თებ 202008:47
3 წუთის საკითხავი
clock 1024

სასამართლო დამოუკიდებლობის ჩამოშლა და ოპოზიციის დევნა მიუღებელია, - ამ განცხადებით ეხმიანება სენატორი ჯიმ რიში გიგი უგულავას დაკავებას.

„იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პოლიტიკურად მოტივირებული შევიწროების გაზრდის გზა აირჩია.

როგორც გასულ კვირას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ვუთხარი, სასამართლო დამოუკიდებლობის ჩამოშლა და ოპოზიციის დევნა მიუღებელი ქცევაა", - წერს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელ „ტვიტერში". 

შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დამნაშავედ ცნო და მას 3 წლით თავისუფლებით აღკვეთა შეუფარდა.

პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა. საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს. 

ამავე თემაზე: კონგრესმენი ადამ კინზინგერი გიგი უგულავას დაკავებას ეხმაურება.


close დახურვა