logo
ENG

ლინას ლინკევიჩუსი გიგი უგულავას საქმეზე: შეშფოთებული ვარ უგულავას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებით

11 თებ 202016:24
3 წუთის საკითხავი
clock 888

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი გიგი უგულავას საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. ლინკევიჩუსი „ევროპული საქართველოს“ ლიდერის დაკავებაზე შეშფოთებას გამოხატავს და აცხადებს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში არ შეიძლება სასამართლო ოპონენტების დევნისთვის გამოიყენო.

„შეშფოთებული ვარ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გ.უგულავას მიმართ  სასამართლოს გადაწყვეტილებით. სასამართლო სისტემა ოპოზიციის დევნისთვის არ უნდა გამოიყენებოდეს, რაც აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის. მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება ლაკმუსის ტესტი საქართველოსთვის“,-წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ტვიტერზე.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე უგულავა დამნაშავედ ცნო და მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა. საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს. საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ამ საქმეზე იმსჯელა, თქვა, რომ არ ყოფილა თანხის მითვისება და საქმე მხოლოდ თანამდებობის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეხებოდა. ამ მუხლით გიგი უგულავა საქალაქო სასამართლომ გაამტყუნა, ერთი წლით და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა, რაც უგულავას უკვე მოხდილი აქვს. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო.


close დახურვა