logo
ENG

აშშ-ის საელჩო იმედგაცრუებულია, რომ უგულავას განაჩენი დიალოგს რისკის ქვეშ აყენებს

11 თებ 202016:22
3 წუთის საკითხავი
clock 1203

ოპოზიციის ლიდერის მიმართ გუშინ გამოტანილი განაჩენისა და თავისუფლების აღკვეთის დრო და კონტექსტი დიალოგს რისკის ქვეშ აყენებს. ამის შესახებ განცხადებას თავად საელჩო სოციალურ ქსელ „ფეისბუკზე“ აქვეყნებს.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დიალოგის წარმატებულად გაგრძელებისთვის ხელშემწყობი გარემო დამოუკიდებელ, გამჭვირვალე და პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფალ სასამართლო სისტემას მოითხოვს.

ამერიკის საელჩო მოუწოდებს ყველა მხარეს დარჩნენ პოლიტიკური დიალოგისა და საარჩევნო კოდექსის შემდგომი დახვეწის ერთგულნი, რაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად საუკეთესო გზაა.

„აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის პოლიტიკურ დიალოგს, რომლის მიზანიც არის ისეთ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება, რომელიც საუკეთესოდ ემსახურება ქართველ ხალხს. აშშ-ის საელჩო იმედგაცრუებულია იმით, რომ ოპოზიციის ლიდერის მიმართ გუშინ გამოტანილი განაჩენისა და თავისუფლების აღკვეთის დრო და კონტექსტი დიალოგს რისკის ქვეშ აყენებს.

დიალოგის წარმატებულად გაგრძელებისთვის ხელშემწყობი გარემო მოითხოვს დამოუკიდებელ, გამჭვირვალე სასამართლო სისტემას, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური ზეგავლენისგან. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დარჩნენ პოლიტიკური დიალოგისა და საარჩევნო კოდექსის შემდგომი დახვეწის ერთგულნი, რაც არის საუკეთესო გზა შეიქმნას პირობები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.“ - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა