logo
ENG

ევროკავშირი უგულავაზე: განაჩენთან დაკავშირებული გარემოებები არ უწყობს ხელს პოლიტიკურ დიალოგს

12 თებ 202011:30
3 წუთის საკითხავი
clock 1081
pxmcx8tgw8ngtc2.jpeg

ვეროკავშირმა საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე წუთის წინ სპეცილური განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ხლეისუფლების ქმედებები პოლიტიკურ დიალოგს ხელს არ უწყობს.  

"ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება  საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწვეტილებას ოპოზიციის ლიდერის გიგი უგულავას წინააღმდეგ. განაჩენთან დაკავშირებული გარემოებები არ უწყობს ხელს პოლიტიკურ დიალოგს, რომელც ასე საჭიროა საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის დეპოლარიზაციისთვის.

"სასამართლო დამოუკიდებლობის უმაღლესი სტანდარტების უზრუნველყოფა, სამართლიანი სასამართლო და კანონის უზენაესობა ის ძირითადი ვალდებულებებია, რომელიც საქართველოს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით აქვს. ევროკავშირი ასევე გააგრძელებს დაკვირვებას ყველა სხვა მაღალი ინტერესის სასამართლო პროცესებზე საქართველოში",-აღნიშნულია განცხადებაში. 


close დახურვა