logo
ENG

კარასინი: რუსული დელეგაცია საქართველოში აუცილებლად ჩამოვა

13 თებ 202015:20
3 წუთის საკითხავი
clock 2028

„არ არსებობს არავითარი ეჭვი რომ საქართველოში რუსული დელეგაცია აუცილებლად ჩამოვა“, - ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილე გრიგორი კარასინმა „ფორმულასთან“ სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.

მისი განცხადებით, დელეგაციის შემადგენლობას განსაზღვრავს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ამ დროისთვის ეს საკითხი ღიაა.

„გავეცანი ქართულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ამიტომ კიდევ ერთხელ განვმარტავ. არ არსებობს არავითარი ეჭვები რომ საქართველოში რუსული დელეგაცია აუცილებლად იქნება, ხოლო დელეგაციის დონე და შემადგენლობა მოგვიანებით განისაზღვრება. ეს არის ციტატა და ამაზე დასვით წერტილი“, - განაცხადა გრიგორი კარასინმა.

კითხვაზე იხილავს თუ არა ქართული საზოგადოება კარასინს საქართველოში ის აცხადებს, რომ ეს შეუძლებელია, რადგან ეს საკითხი ეხება ხელისუფლების სხვა შტოს.

„არა, ეს შეუძლებელია, რადგან ეს საკითხი ეხება ხელისუფლების სხვა შტოს. დელეგაციის შემადგენლობას განსაზღვრავს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ამ დროისთვის ეს საკითხი ღიაა,“ - განმარტავს კარასინი.


close დახურვა