logo
ENG

კობახიძე ხოშტარიასა და ნადირაშვილზე: სასოწარკვეთილი ნაციონალი დიასახლისები

18 თებ 202014:32
3 წუთის საკითხავი
 

"სასოწარკვეთილი ნაციონალი დიასახლისები" - ასე მოიხსენია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლდიერმა, ირაკლი კობახიძემ დეპუტატები ირმა ნადირაშვილი და ელენე ხოშტარია, რომლებმაც ცოტა ხნის წინ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში არჩილ თალაკვაძის მოხსენების დროს საბჭოთა ჰიმნი ჩართეს. 

 "წინა ტოქსიკური შეტევის მერე თუ რამე უფრო მდაბიოს მოიფიქრებდნენ არ მეგონა და ეს მოახერხეს, ისინი გულით ატარებენ საბჭოთა ჰიმნს. ვისაც ხელში უჭირავს საბჭოთა კავშირის და რუსეთის ჰიმნი, იმის ადგილი საქართველოში არ აირს. ნაციონალუირი მოძრაობა არის საბჭოთა კავშირის ბოლო გადმონაშთი საქართველოში თავისი ღირებულებებით და ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენეს. ელენე ხოშტარიაზე კიდევ ერთხელ გავიხსენებ იმას, რომ დიპლომით ის არის რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი ეს განათლება აქვს მას მიღებული მოსკოვში, როდესაც ის სწავლობდა რუსეთის ფედერაციაში და ის ემსახურებოდა სულით და გულით 9 წლის განმავლობაში რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეს საქართველოში და აგრძელებს ამ საქმეში ყოფნას მომდევნო 7 წლის განმავლობაში. გარკვეული წარმატება ჰქონდა მას რუსეთის პოზიციების გამყარების კუთხით, თავის დროზე და იცით ნაციონალებმა რა სარგებელი მოუტანეს თავიანთი მმართველობის განმავლობაში, ამ სარგებელს ისინი რუსეთს ვეღარ მოუტანენ. ვისაც ხელში უჭირავს საბჭოთა კავშირის და რუსეთის ჰიმნი იმის ადგილი საქართველოს პოლიტიკაში არ არის, ესენი არიან ელენე ხოშტარია და მისი ნაციონალი მეგობრები, სწორედ ამ ღირებულებების გამო დაატრიალეს ის, რაც დაატრიალეს",-აცხადებს კობახიძე.


close დახურვა