logo
ENG

კალაძე: საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ ოპოზიციურ პარტიებს

18 თებ 202017:02
3 წუთის საკითხავი
 

 

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი აცხადებს, რომ მმართველი პარტია მზად არის ოპოზიციასთან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამართოს. კახი კალაძის თქმით ის საპარლამენტო ოპოზციის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიესალმება.

„ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ ოპოზიციურ პარტიებს, არ არის აუცილებელი, რომ ყველა ერთ შეხვედრაზე იყოს წარმოდგენილი. ჩვენ მზად ვართ, რომ სხვადასხვა ცალკეულ პარტიებთან ცალკე შეხვედრები გავმართოთ. მე მივესალმები ასევე საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი არის სამსჯელო და ყველაფრის განხილვა უნდა მოხდეს მოლაპარაკებების მაგიდაზე“,-განაცხადა კახი კალაძემ.

 


close დახურვა