logo
ENG



ანას ბაღთან მოქალაქეების გაშენებულ სკვერს ანგრევენ

24 თებ 202010:34
3 წუთის საკითხავი
clock 1428
u754n42gfe399u1.jpeg

ამ წუთებში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეების მიერ გაშენებულ სკვერს ანგრევენ. ინფორმაციას ადგილობრივი მაცხოვრებლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. 

კადრებში ჩანს, რომ წერაქვებით შეიარაღებული მუშები სკვერს თხრიან. ადგილზე შეკრებილი არიან ადგილობრივი მაცხოვრებლები და სამშენებლო კომპანიის მიერ დაქირავებული დაცვის თანამშრომლები.

ვარკეთილში, ანას ბაღის მომიჯნავედ, ადგილობრივმა მოსახლეობამ და „პარტიზანმა მებაღეებმა“ ალტერნატიული სკვერი მოაწყვეს. ადგილზე 150 ძირი ხე დაირგო, ასევე დამონტაჟდა სკამები და ატრაქციონები. სამუშაოები 300-მა  მოხალისემ ერთი ღამის განმავლობაში შეასრულა. ნატა ფერაძის თქმით, ეს ყველაფერი მათ 3000 ლარი დაუჯდათ. შეგახსენებთ, რომ ანას ბაღის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა უკვე რამდენიმე თვეა აპროტესტებს.



close დახურვა