logo
ENG



არჩილ თალაკვაძეს მოხსენების დროს საბჭოთა ჰიმნი ჩაურთეს

18 თებ 202013:37
3 წუთის საკითხავი
clock 1733

პარლამენტის თავმჯდომარის მოხსენების პარალელურად პარლამენტის სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი გაჟღერდა, რომელიც დარბაზში შესვლის მცდელობის დროს ოპოზიციამ ჩართო. 

პერფრორმანსი "ევროპული საქართველოს" წევრებმა მოაწყვეს. მიუხედვაად მცდელობისა, დაცვამ ელენე ხოშტარია და ირმა ნადირაშვილი დარბაზში არ შეუშვა. 

არჩილ თალაკვაძემ რამდენიმე წუთით შეწყვიტა მოხსენება და კოლეგებს მოუწოდა ტაშით მისალმებოდნენ ოპოზიციის წევრებს. გია ვოლსკიმ კი იხუმრა და დაცვას მოუწოდა გადაემოწმებინა, საწამლავი ხომ არ ჰქონდათ შემოტანილი საკანონმდებლო ორგანოს შენობაში.

 


close დახურვა