logo
ENG



აშშ-მ ამერიკაში მომუშავე ჩინეთის ხუთ დიდ მედია ორგანიზაციას მოთხოვნები დაუწესა

19 თებ 202008:54
3 წუთის საკითხავი
clock 401

ამერიკის ადმინისტრაციამ შეერთებულ შტატებში მომუშავე ჩინეთის ხუთ დიდ მედია ორგანიზაციას სპეციალური მოთხოვნები დაუწესა. სააგენტო "სინხუას", ჩინეთის სატელევიზიო გლობალურ ქსელს, საერთაშორისო რადიოს, ჩინეთის ყოველდღიურ გამავრცელებელ კორპორაციას და "ჰაი ტიანს" ევალებათ უცხოურ მისიებად დარეგისტრირდნენ და სახელმწიფო დეპარტამენტს მიაწოდონ თანამშრომლების სია და ინფორმაცია ამერიკის ტერიტორიაზე მათ საკუთრებაში არსებული ან ნაქირავები ქონების შესახებ.

ვაშინგტონში განმარტავენ, რომ ეს საინფორმაციო სამსახურები ჩინეთის მთავრობასა და კომუნისტური პარტიაზე მუშაობენ და დამოუკიდებელი მედია სამსახურები არ არიან. ჩინურ მედია უწყებებს ევალებათ შეასრულონ ის მოთხოვნები, რომლებსაც "უცხოური მისიების შესახებ აქტი" ითვალისწინებს. ამიერიდან ქონების ყიდვაზე, დაქირავებაზე ან თანამშრომლების ცვლილებაზე მათ ამერიკის მთავრობის თანხმობა დასჭირდებათ. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა დღეს ჟურნალისტებს განუმარტეს, რომ ამ მოთხოვნების შესრულების შემდეგ ჩინურ სააგენტოებს ამერიკაში ჩევულებრივად შეუძლიათ ჟურნალისტური საქმიანობის გაგრძელება.

ანალოგიური მოთხოვნები ცივი ომის დროს საბჭოთა კავშირის საინფორმაციო სამსახურებს, მათ შორის "იტარ ტასს" და გაზეთ "პრავდას" ჰქონდათ დაწესებული. თუმცა დღეს უცხოურ მისიების სიაში კრემლის მიერ დაფინანსებული რუსული მედია - "რაშა თუდეი" და "სპუტნიკი" შეყვანილი არ არის.


close დახურვა