logo

ბოკერია: ივანიშვილს არჩევანი აქვს გაკეთებული და ჰგონია, რომ პოლიტიკური რეპრესიები გადაარჩენს

clock 18 თებერვალი 2020 10:45

 

პარლამენტის წინ აქცია-პიკეტი მიმდინარეობს. ამ ფორმით სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წევრები პარლამენტის მიერ გენერალური პროკურორობის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის დანიშვნას აპროტესტებს.

აქციაზე იმყოფება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია, რომელმაც „ფორმულასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ შოთაძის დანიშვნით მმართველმა პარტიამ საზოგადოებას შეურაცხყოფა მიაყენა.

„ამ ეტაპზე რაც ჩვენ ვიცით, ეს ბრიყვული არჩევანი აქვს ივანიშვილს გაკეთებული და ჰგონია, რომ რეპრესიები და დაჭერები გადაარჩენს. ეს არის ცუდი ქვეყნისთვის, მაგრამ ეს მას ვერ გადაარჩენს პირიქით, უფრო მწარე და დრამატული იქნება მისი მარცხი. რაც შეეხება შოთაძეს, ამ დაკვეთას ივანიშვილის, რომ დაიჭიროს ოპონენტები შეასრულებდა ბევრი სხვაც, შოთაძის არჩევანი არის განსაკუთრებული შეურაცხყოფა საზოგადოებისთვის რადგან ის გადადგა იმიტომ, რომ ივანიშვილის მომხრეებიც კი, დეპუტატებიც აღშფოთებული იყვნენ, იმით როგორ მოიქცა ეს კაცი და მისი უწყება ხორავას ქუჩის ტრაგედიის შემდეგ როცა ნათელი გახდა რომ საქმემიჩქმალა“,-განაცხადა გოგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა - გენერალური პროკურორობის კანდიდატის სასარგებლოდ 8 დეპუტატმა მისცა ხმა. შოთაძე თანამდებობაზე იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ მას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ ანუ მინიმუმ 76 დეპუტატი დაუჭერს მხარს. საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყრა დღეს გაიმართება.

 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა