ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში წამყვანი ევროპარლამენტარები აქვეყნებენ.

წერილში ნათქვამია, რომ უზენაესი სასამართლოს განაჩენი გიგი უგულავას საქმეზე ბადებს კითხვებს და გადაწყვეტილება საქართველოში არსებული ისედაც რთული პოლიტიკური გარემოს პირობებში კიდევ უფერო აღრმავებს დაძაბულობას.  

ევროპარლამენტარების განცხადებით, აუცილებელია დიალოგის გაგრძელება საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის ისეთ საარჩევნო რეფორმაზე კონსენსუსის მისაღწევად, რომელიც ქართველი ხალხის ნებას ასახავს.

ევროპარლამენტარები წერენ, რომ საქართველოში დემოკრატიის ასეთ საკვანძო მომენტში საქართველოს პარლამენტში მათ პარტნიორებთან ახლო კონტაქტზე რჩებიან. 

შეგახსენებთ, რომ კიდევ ერთი კრიტიკული წერილი საქართველოს ხელისუფლებამ ევროპარლამენტის ჯგუფ RENEW EUROPE-სგან გუშინ მიიღო. ჯგუფმა უგულავას დაკავება დაგმო