logo
ENG



განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ხაშურში ერთი პირი დააკავეს

05 მარ 202017:04
3 წუთის საკითხავი
 

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა. ბრალდებულმა ხაშურში ქალი დაჭრა. შემთხვევა ცოტა ხნის ქალაქის ცენტრში მოხდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 1992 წელს დაბადებული მ.ლ., ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხაშურში, ერთ-ერთ ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეს - 1995 წელს დაბადებულ ს.ჩ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკერდისა და მუცლის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

პოლიციის მისვლამდე, ბრალდებული შეაჩერა და განაიარაღა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა, უმცროსმა ინსპექტორმა ალექსი ტაბატაძემ, რომელიც არასამუშაო დროს ქალაქ ხაშურში იმყოფებოდა და მომხდარ ფაქტს შეესწრო.

სამართალდამცველებმა მ.ლ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 

 


close დახურვა