logo
ENG



გაუსაძლისი, მძიმე, რისკიანი სამუშაო პირობები და მონური შრომა - ტყიბულელი მეშახტეები გაიფიცნენ

24 თებ 202020:45
3 წუთის საკითხავი
clock 647

გაუსაძლისი, მძიმე, რისკიანი სამუშაო პირობები და მონური შრომა - ამ მიზეზებს ასახელებენ გაფიცულები ტყიბულში, რის გამოც 200-ზე მეტმა მეშახტემ პროტესტის ნიშნად საქმიანობა შეწყვიტა. ისინი შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეები იმ გადაწყვეტილებასაც აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ძიძიგურის შახტაში დასაქმებულები მინდელის სახელობის შახტში გადაჰყავთ. მეშახტეები ვარაუდობენ, რომ ამ ფორმით ადმინისტრაცია მათი სამსახურიდან გათავისუფლებას გეგმავს.

კატეგორიულ უარს გაფიცულები მინდელის შახტში გადასვლაზე იმის გამო აცხადებენ, რომ მათი თქმით, ადგილი არ არის საიმედო.

მინდელის შახტა 2018 წელს მას შემდეგ დაიხურა, რაც აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


close დახურვა