logo
ENG



გერმანიაში კარნავალის დროს, ავტომობილი ხალხში მიზანმიმართულად შევარდა

25 თებ 202012:53
3 წუთის საკითხავი
clock 283
s15gstf5jjz1a15.jpg

გერმანიაში კარნავალის დროს თავდასხმა მოხდა. ქალაქ ფოლკ-მარზენში ავტომობილი ხალხში მიზანმიმართულად შევარდა. დაშავდა 30 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 29 წლის ეჭვმიტანილი დააკავეს, ის გერმანიის მოქალაქეა. დანაშაულის მოტივი ჯერ-ჯერობით უცნობია.

თავდასხმის შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ, უსაფრთხოების მიზნით, რეგიონში კარნავალთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება გააუქმა. 


close დახურვა