logo
ENG



გიორგი ჭანტურიამ საბურთალო დატოვა

17 თებ 202014:02
3 წუთის საკითხავი
clock 394
twjps3upgpgjn8w.jpg

ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ჭანტურიამ თბილისის "საბურთალო" დატოვა. საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" წარმომადგენლის განმარტებით, კლუბსა და გიორგი ჭანტურიას შორის არსებობდა შეთანხმება, მაგრამ თანამშრომლობაზე საბოლოოდ მაინც ვერ შეთანხმდნენ. „საბურთალომ" გიორგი ჭანტურია 31 იანვარს წარადგინა – მასთან კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ნათამაშები 26 წლის თავდამსხმელი  სწორედ „საბურთალოს" აღზრდილია და პროფესიული კარიერა ამ კლუბიდან დაიწყო. „საბურთალოს" ესპანურ შეკრებაზე გაუთვალისწინებელი ამბავი მოხდა – „საბურთალო" დატოვა გია ცეცაძემ, რომელიც მთავარ მწვრთნელად იანვარში დაინიშნა. გუნდში ჭანტურიას მიყვანა მისი იდეა იყო და შედეგად ფეხბურთელთან თანამშრომლობაც ვერ შედგა.


close დახურვა