logo
ENG



გრემის დაჯილდოებაზე ბილი აილიშმა 5 ნომინაციაში გაიმარჯვა

27 იან 202011:34
3 წუთის საკითხავი
 
qegy0k36ag7smuz.jpg

პოპ ვარსკვლავი ბილი აილიში გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე ყველაზე წარმატებული ვარსკვლავი გახდა. 18 წლის მომღერალმა  გრემის 5 ჯილდო მიიღო. მან გაიმარჯვა მთავარ ნომინაციებში: გახდა საუკეთესო დებიუტანტი მომღერალი, ასევე დაჯილდოვდა წლის საუკეთესო სიმღერისთვის და ალბომისთვის. 8 ნომინაციაში იყო წარდგენილი ლიზო, მაგრამ მან მხოლოდ სამ კატეგორიაში გაიმარჯვა. ორი გრემი მიიღო ქემიქალ ბრაზერსმა. როკის საუკეთესო შესრულებისთვის გარი კლარკ ჯუნიორი დასახელდა.  წლის საუკეთესო მუსიკალური ვიდეოსთვის ჯილდო ლილ-ნას-იქსს და ბილი რეი საირუსს გადაეცა.

გრემის მფლობელები სხვა ნომინაციებშიც გამოავლინეს. პრესტიჟული ჯილდო წიგნისთვის "ჩემი ისტორია" შეერთებული შტატების ყოფილმა პირველმა ლედიმ მიშელ ობამამ მიიღო.


close დახურვა