logo
ENG



გუდაურში ნაცემი ბარის მეპატრონე: მოგვაქციონ ყურადღება, რათა ტურისტმა თავი უსაფრთხოდ იგრძნოს

25 თებ 202007:34
3 წუთის საკითხავი
clock 329

გვიან ღამემდე გაგრძელდა "მთვრალი ალუბლის" მეპატრონის, მირანდა ესაკიას გამოკითხვა მცხეთის პროკურატურაში. მირანდა ესაკიასთან კითხვები გამომძიებელს მასზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ჰქონდა. ამის შემდეგ ესაკიას დაზარალებულის სტატუსიც მიანიჭეს.

როგორც „მთვრალი ალუბლის" მესაკუთრე აცხადებს, მცხეთის პროკურატურაში აცნობეს, რომ მასზე მოძალადე პირი დააკავეს. თუმცა, ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ.  

ესაკიას განცხადებით, გუდაურში ტურისტი თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს.

„განიხილეს ვიდეოჩანაწერი, რის საფუძველზეც მცნეს დაზარალებულად. როგორც მითხრეს, ეს ახალგაზრდა დაიჭირეს და ძალიან განვიცდი. ალბათ, სიფხიზლეში არც ახსოვს რა ჩაიდინა. ბევრი ფაქტია და თითონ ჩვენც გვაქვს ვიდეოჩანაწერები და უბრალოდ, ვითხოვთ, რომ კურორტს მოგვაქციონ ყურადღება, რათა ტურისტმა თავი უსაფრთხოდ იგრძნოს“, - განაცხადა ესაკიამ.

მირანდა ესაკიასთან ერთად პროკურატურაში მისი ქმარი, მიქაელ ვუნდერელიც გამოიკითხა.

„მე ვთხოვე, დაეტოვებინა მას ჩემი რესტორანი. როგორც ჩანს ძალიან მთვრალი იყო და შარს ეძებდა“, - განაცხადა ვუნდერელმა.

შეგახსენებთ, რომ გუდაურში მდებარე რესტორან "მთვრალი ალუბლის" მეპატრონეს - მირანდა ესაკიას ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას ერთ-ერთმა ადგილობრივმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაპირისპირება დააფიქსირა რესტორნის სათვალთვალო კამერამაც.


close დახურვა