logo
ENG



დავით ჭიჭინაძე - მოქალაქეებს ოცნებისთვის საარჩევნო სისტემით ვაჭრობის უფლება არ მიუციათ

18 თებ 202023:21
3 წუთის საკითხავი
clock 282

„არავის აქვს ინდულგენცია, ხალხისგან მიცემული უფლება, რომ დასხდნენ და ამა თუ იმ სისტემაზე ივაჭრონ“, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძე „სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდი არა ხალხის, არამედ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებას ცდილობს.  

„არავის არ აქვს ინდულგენცია, ხალხისგან მიცემული უფლება, რომ ამა თუ იმ სისტემაზე დასხდნენ და ივაჭრონ. ხალხს მათთვის არ უთქვამს 20 ივნისის შემდეგ 100/50-ზე დათანხმდით ან 120/30-ზე, ეს იმას მიანიშნებს, რომ ყველა ცდილობს საკუთარი თავის დაბინავებას და არა პრობლემის მოგვარებას. ეს ნიშნავს არა ხალხის ინტერესების, არამედ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებას“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის გადაწყვეტილებებით ყველაზე მეტად გუნდის ლიდერები ზარალდებიან, რომლებსაც საერთაშორისო პარტნიორების კითხვებზე პასუხის გაცემა უწევს.

„უფრო მეტად ის ადამიანები წუხან, ვინც ძალიან დაზარალდა ამ გადაწყვეტილებებით. ის პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს „ქართული ოცნების“ სხვადასხვა პოლიტიკას ახმოვანებენ. თუნდაც პარლამენტის თავმჯდომარე, სპიკერები ვინც ჰყავთ. ამ ადამიანებთან მიმართებაში უცხოელ პარტნიორებს აქვთ კითხვები, ამიტომ რაღაცნაირად პასუხი უნდა გასცენ. ხომ ვერ ეტყვიან ივანიშვილმა თქვაო? რაღაც აზრი უნდა იყოს და ეს აზრი უდნა გამოიხატებოდეს კონკრეტული მოლაპარაკებების ფარგლებში. ოპოზიციის როლს ვინ შეასრულებს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან ამაზე საუბარს აზრი არ აქვს. ისინი იქ იყვნენ თავის დროზე, ყველა მომხრე იყო პროპორციულ სისტემაზე გადასვლის, მე ვიყავი ერთადერთი წინააღმდეგი,  რომელიც ვიყავი წინააღმდეგი მაგრამ იმის გამო, რომ 20 ივნისის მერე ხალხის გადაწყვეტილება იყო, რომ უნდა ყოფილიყო პროპორციული სისტემით, დავუჭირე მხარი ამას“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ. 


close დახურვა