logo
ENG



დედისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის ბიჭი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება

25 თებ 202012:09
3 წუთის საკითხავი
clock 275

 

ნაძალადევში დედისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის ბიჭი კუკიას პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება. შემთხვევა გამთენიისას მოხდა, შვილმა მძინარე დედა და ბებია ნაჯახით მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარს წინ კონფლიქტი უძღვოდა. როგორც მოკლულის მეზობლელი აცხადებენ ოჯახი მაზნიაშვილის ქუჩაზე 7 წელია ცხოვრობს, სახლის მეპატრონემ მათ ბინა მძიმე სოციალური პირობების გამო უსასყიდლოდ გადასცა, თავად კი ამერიკაში იმყოფება. ასევე, მეზობლების ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაულის შესხებ სამართალდამცველებს თავად შეატყობინა.

პოლიციამ დამნაშავე შემთხვევის ადგილზე დააკავა და დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. საქმეზე დაწყებულია გამოძიება, ბრალდებულს, ორი ან მეტი პირზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავებიან, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 


close დახურვა