logo
ENG



დელიში დემოსნტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა

25 თებ 202009:53
3 წუთის საკითხავი
clock 232

დელიში დემოსნტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია ერთი სამართალდამცველი და ერთი აქციის მონაწილე. არიან დაშავებულებიც. რადიკალურად განწყობილმა დემონსტრანტებმა ავტომობილები დაწვეს, ცეცხლი წაუკიდეს შენობა-ნაგებობებსაც, რის გამოც პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.

ინდოეთში საპროტესტო აქციები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ადგილობრივების გაღიზიანება მოქალაქეობის კანონის ახალ რედაქციას მოჰყვა, რომელიც სამხრეთ აზიის ქვეყნებისთვის  ინდოეთის მოქალაქეობის გამარტივებულ მინიჭებას ითვალისწინებს. ოპონენტები კანონს მუსლიმების მიმართ დისკრიმინაციულად მიიჩნევენ. 


close დახურვა