logo
ENG



დონალდ ტუსკი - ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიზანში ამოღების გამო, შეშფოთებული ვარ

13 თებ 202015:06
3 წუთის საკითხავი
clock 941

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას დაპატიმრებას გამოეხმაურა.

როგორც ტუსკი მიკრობლოგ „ტვიტერში“ წერს, არ შეიძლება, სასამართლო სისტემა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იყოს გამყენებული.

„შეშფოთებული ვარ უგულავასთვის პატიმრობის მისჯით და საქართველოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიზანში ამოღებით. სასამართლო სისტემა არ შეიძლება იყოს გამყენებული პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. მმართველმა ელიტამ უნდა უზრუნველყოს სამართლიანი კონკურენცია. კანონის უზენაესობა არსებითია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით“, - წერს დონალდ ტუსკი.

 


close დახურვა