logo

ეკონომიკის მინისტრი ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულების აღდგენას გამორიცხავს

clock 17 თებერვალი 2020 12:56

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულების აღდგენას გამორიცხავს.

თურნავას თქმით, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა პროცესების უმტკივნეულოდ დასასრულებლად, თუმცა მათ ვალდებულებები ვერ შეასრულეს.

მინისტრის განცხადებით, ახალი ტენდერის გამოცხადება იგეგმება და პროცესში მონაწილეობის მისაღებად ეკონომიკის სამინისტრო საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

„კონსორციუმს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ წლების განმავლობაში შეესრულებინა მასზე ნაკისრი ვალდებულებები, თუმცა ეს არ გააკეთა. მთავრობას არაფერი დარჩა, რომ არ გაეწყვიტა შეთანხმება. თუ იდავებენ ეს მათი უფლებაა, თუმცა იმედი გვაქვს, რომ დავა არ იქნება. ანაკლია რჩება ჩვენს სტრატეგიულ პრიორიტეტად. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ახალ ტენდერზე. მივესალმებით ამ პროექტში ამერიკელი ინვესტორების ან რომელიმე ძლიერი ინვესტორის ჩართვას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა