logo
ENG



ეუთო აღმოსავლეთ უკრაინაზე: ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ყოველდღიურად ირღვევა

19 თებ 202008:47
3 წუთის საკითხავი
clock 475

აღმოსავლეთ უკრაინაში საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით "ეუთო" განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში "ეუთოს" თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი შეშფოთებას გამოთქვამენ კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენების გამო და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვისკენ, ასევე მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდებენ. მათივე თქმით, ბოლო პერიოდში გადადგმული პოზიტიური ნაბიჯები არ უნდა დაიკარგოს.

„უკანასკნელი ინციდენტი აღმოფხვრილი არ არის. მინსკის შეთანხმების საფუძველზე დაკისრებული ვალდებულებებისა და ორი თვის წინ პარიზში შეთანხმებული ცეცხლის სრული შეწყვეტის ვალდებულების მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ყოველდღიურად ირღვევა. ეს კი საზარელ გავლენას ახდენს ადგილობრივ მშვიდობიან მოსახლეობაზე. უმნიშვნელოვანესია, დაინტერესებულმა მხარეებმა უზრუნველყონ, რომ ცეცხლის სრულად შეწყვეტა რეალობა გახდეს", - წერია განცხადებაში.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, მიმდინარე წელს საომარი მოქმედებების დროს 13 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, 60-მდე კი დაიჭრა. 


close დახურვა