ბლუმბერგის სტატიას, სადაც ივანიშვილი "ჩრდილოვან ბოსად" არის მოხსენიებული, ექსპერტები აფასებენ. მათი თქმით, აღნიშნული უარყოფით გავლენას ახდენს არამხოლოდ ოცნების ხელმძღვანელზე, არამედ მთლიანად ქვეყანასა და მის განვითარებაზე.  

"საკმაოდ მძიმე სათაური აქვს სტატიას და ეს ფაქტი მხოლოდ ივანიშვილზე არ მოქმედებს ნეგატიურად, არამედ მთელ ქვეყანაზე ახდენს გავლენას. რაც არ უნდა ეცადოს "ქართულმა ოცნებამ" საკუთარი ჭეშმარიტება გაყიდოს ლობისტური კომპანიებით, ეს არ დაეხმარება არც მას და არც ქვეყანას. ეს საბოლოო ჯამში კიდევ ერთხელ ხელს უხსნის რუსეთს, რომლის ინტერესებშიც არაა საქართველოს დემოკრატიულად განვითარება",-აღნიშნავს თეონა აქუბარდია.

გიორგი რუხაძე  კი დარწმუნებულია, რომ ავტორიტარული მმართველობის პარალელურად ბიძინა ივანიშვილს და ზოგადად დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკას დაქირავებული ლობისტები ვერ უშველინ. 

"კრიტიკული სტატიები ახალი არაა. ფაქტობირვად ეს ყოველდღე ხდება, ამ ყველაფერს კი ლობისტების დაქირვება ვერ უშველის. მიუხედავად იმისა რამდენს გადაუხდის მათ ივანიშვილი, ლობისტები ჯადოქრები არ არიან",-აცხადებს გიორგი რუხაძე. 

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" მიერ ლობისტურ კომპანიებთან თანამშრომლობის გააქტიურებას გამოცემა "ბლუმბერგი" დღეს გამოეხმაურა. გამოცემა ივანიშვილს "საქართველოს ჩრდილოვანი ბოსად" მოიხსენიებს.