საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თბილისში, 14-15 მაისს დაგეგმილ მინისტერიალზე რუსეთის დელეგაციის შესაძლო ჩამოსვლას ეხმაურება. ზალკალიანის განმარტებით, ქვეყანა იმოქმედებს ორგანიზაციის წესდების მიხედვით.

„არანაირი შეხვედრა რუსეთის დელეგაციასთან არ იგეგმება. რაც შეეხება მაისის მინისტერიალს, ჩვენი პოზიცია ცნობილია. საქართველო, როგორც თავმჯდომარე ქვეყანა, იმოქმედებს ამ ორგანიზაციის წესდების და პროცედურების შესაბამისად“, - განაცხადა ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გრიგორი კარასინმა „ფორმულასთან“ სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ რუსული დელეგაცია საქართველოში აუცილებლად ჩავა.