აბაშაში, ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში ცეცხლი გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების ფონზე მატარებელმა მოძრაობა შეწყვიტა.

დეტალების გასარკვევად "ფორმულა" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში განგვიცხადეს, ამ დროისთვის მგზავრები ევაკუირებულნი არიან და მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.  ადგილზე უკვე მუშაობს სახანძრო-სამაშველო სამსახურის 3 ჯგუფი.