logo

თალაკვაძე: ოპოზიციაში რჩებიან ადამიანები, ვინც თავის დროზე სტრატეგიული ობიექტები რუსეთს მიჰყიდეს

clock 18 თებერვალი 2020 13:50

„ოპოზიციაში დღემდე რჩებიან ადამიანები, ვინც თავის დროზე სტრატეგიული ობიექტები რუსეთს მიჰყიდეს,“ - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში, ერთწლიანი ანგარიშის წარდგენის დროს გააკეთა. 

მისი თქმით, ოპოზიცია ორმაგი სტანდარტით მოქმედებს, რადგან თავის დროზე მათ რუსეთის ფედერაციას სტრატეგიული ობიექტები მიჰყიდეს, ბრძოლის ველზე ჯარისკაცები დატოვეს და მთლიანი მოსახლეობა საომარ ზონაში მიატოვეს, ამის ფონზე კი ისინი საქართველოში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით მწვავე განცხადებებს აკეთებენ და ამბობენ, რომ თუ ეს სხდომა ჩატარდება, ქვეყანას არევენ.

არჩილ თალაკვაძემ საზოგადოებას მიმართა და განაცხადა, რომ საქართველო და მისი ხელისუფლება მშვიდობის და უსაფრთხოების გარანტორია.

„ჩვენს პოლიტიკურ ოპოზიციაში დღემდე რჩებიან ადამიანები, ვინც თავის დროზე სტრატეგიული ობიექტები რუსეთს მიჰყიდეს, ბრძოლის ველზე ჯარისკაცები დატოვეს და მთლიანი მოსახლეობა საომარ ზონაში მიატოვეს. ევროპის საბჭოში კი რეზოლუციას მოაწერეს ხელი, რომელიც საქართველოს ადანაშაულებდა საომარი მოქმედებების დაწყებაში. რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელებთანაც ჰქონდათ პირისპირ შეხვედრები და ლოიალურ შეფასებებსაც აკეთებდნენ მედიით. დღეს კი მწვავე, მუქარის შემცველ განცხადებებსაც აკეთებენ, რომ თუ საქართველოში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა ჩატარდება ქვეყანას არევენ. ეს არის მათი ორმაგი სტანდარტი. მიუხედავად ამისა მინდა დავამშვიდო ჩვენი საზოგადოება, საქართველო და მისი ხელისუფლება მშვიდობის და უსაფრთხოების გარანტორია და ჩვენ არავის არ მივცემთ მიზეზს და შესაძლებლობას, რომ გარემოებები დესტაბილიზაციისთვის გამოიყენოს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა