logo
ENG



ივანიშვილს ვუპასუხებთ მოლაპარაკებებით - ოპოზიცია მაჟორიტარულ ოლქებზე მოლაპარაკებას გეგმავს

19 თებ 202008:20
3 წუთის საკითხავი
clock 285

გაერთიანებული ოპოზიციის წევრები მაჟორიტარულ ოლქებზე მოსალაპარაკებლად შეკრებას გეგმავენ. ოპოზიციონერი ლიდერები მმართველ გუნდთან საერთო მაგიდასთან საარჩევნო სისტემის განხილვას აღარ აპირებენ.

"ევროპული საქართველოს" წევრის აკაკი კობახიძის თქმით, მაჟორატრულ ოლქებზე მოსალაპარაკება არის ალტერნატივა იმისა, რომ ივანიშვილმა თავისი ვერ გაიტანოს. 

"სისტემა უნდა შეიცვალოს, რათა ივანიშვილს არ ჰქონდეს იმის სათქმელი, რომ თავად თუ არ მოვა ხელისუფლებაში, მაშინ სხვას მოუწევს მოსვლა. თუ არ შეცვლიან მოთხოვნას, მაშინ ორპარტიულ არჩევნებამდე რომ არ დავიდეთ, ვაპირებთ ვუპასუხოთ მოლაპარაკებებით",- აცხადებს აკაკი კობახიძე. 

„ქართული ოცნების" ოპონენტები ყველგან, სადაც მმართველი გუნდის წევრები იქნებიან, აქციებსა და პიკეტირებას აანონსებენ. საპროტესტო აქციები 4 აპრილს დაანონსებულ მასშტაბურ აქციამდეც პერმანენტულად გაიმართება თბილისსა და რეგიონებში. 

"აქციები გაგრძელდება, ასევე საერთაშორისო ზეწოლა, რათა ხელისუფლებამ პირობა შეასრულოს. ჩვენ შევეცდებით, რომ წართმეული უფლება ხალხს კვლავ დაუბრუნდეს",-აცხადებს ნუგზარ წიკლაური. 


close დახურვა