logo
ENG



ინფექციურის დირექტორი: ანამნეზი თითქმის გამორიცხავს კორონავირუსის შესაძლო შემთხვევას

25 თებ 202012:51
3 წუთის საკითხავი
clock 349

ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის ოთხი პაციენტი მკურნალობს. აქედან ორი საქართველოს მოქალაქეა. ერთ-ერთი მათგანი იტალიიდან დაბრუნდა, მეორე კი ირანიდან. დანარჩენი ორი პაციენტი ირანის მოქალაქეა. მათი მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და კორონავირუსის დადგენის მიზნით, ლუგარის ლაბორატორიის დასკვნა დღეს გახდება ცნობილი. ინფექციურ საავადმყოფოში ვარაუდობენ, რომ ამ პაციენტებს კორონავირუსი არ დაუდასტურდებათ.

რაც შეეხება, გუშინ რკინიგზის სადგურიდან გადაყვანილ ჩინეთის ორ მოქალაქეს, რომლებიც გუშინ ბათუმში გამგზავრებას აპირებდნენ, მათ კორონავირუსი არ დაუდგინდათ.

„ანამნეზი თითქმის გამორიცხავს ახალი კორონავირუსის შესაძლო შემთხვევას. მიუხედავად ამისა მაინც მოხდა დაკვირვება პაციენტებზე რამოდენიმე საათის განმავლობაში. უტარდებოდათ ტემპერატურული შემოწმება, ტემპერატურა არ აღენიშნებოდა არცერთს. პაციენტებთან ჩივილები არ ვლინდებოდა“, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.


close დახურვა