logo
ENG



ირაკლი კობახიძე: 200 ნაციონალის სტვენა საქართველოში ზამთარს და სიბნელეს ვერ დააბრუნებს

18 თებ 202011:58
3 წუთის საკითხავი
clock 435

საკანონმდებლო ორგანოში შესვლამდე ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა. მისი განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობაში" კრიზისია და აქციებით და სხვადსხვა პერფორმანსებით უნდათ, რომ გამოაცოცხლონ პოლიტიკური მოძრაობა. 

„ადრე 200 ნაციონალი იდგა ხოლმე აქ, ახლა არ ვიცი, 150 სად გაქრა ვერ გავიგე. 200 ნაციონალის სტვენა საქართველოში ზამთარს და სიბნელეს ვერ დააბრუნებს, ეს არის მარტივი რეალობა. არავითარი კრიზისი არ არის, ნაცმოძრაობას უნდა, რომ აცოცხლოს საკუთარი თავი და ამ სტვენით ცდილობენ ამის გაკეთებას. კრიზისი არის "ნაციონალურ მოძრაობაში". მე პირადად მხარს დავუჭერ ირაკლი შოთაძის კანდიდატურას და დარწმუნებული ვარ, რომ მთლიანად "ქართული ოცნების" გუნდიც ასე მოიქცევა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია სრულად არის პიკეტირებული. ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც გენერლაურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დამტკიცების პროცესს აპროტესტებენ. ისინი ამბობენ, რომ სანამ საკანონმდებლო ორგანოშიყოფილი მთავარი პროკურორი ინიშნება ისინი პროტესტს გააგრძელებენ. 


close დახურვა