ირანის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელს ემუქრება. ირანის "რევოლუციის გუშაგების" ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ირანი მზადაა მცირე შეცდომის გამოც კი, ორივე ქვეყანას დაარტყას.

ჰოსეინ სალამიმ ეს განცხადება სატელევიზიო მიმართვის დროს გააკეთა. ამერიკის არმიის სპეცოპერაციის შედეგად მოკლული გენერლის, ყასემ სოლეიმანის ხსოვნისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე მან ასევე ქვეყნის მოსახლეობას ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ხომეინის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.