logo
ENG



იტალიაში კორონავირუსით მეექვსე ადამიანი დაიღუპა

25 თებ 202012:57
3 წუთის საკითხავი
clock 390

იტალიაში კორონავირუსით მეექვსე ადამიანი დაიღუპა. ინფიცირებულთა რიცხვი კი 222-მდე გაიზარდა.

ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ვირუსის ახალი შემთხვევები კვლავ ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებში გამოვლინდა, სადაც უკვე რამდენიმე დღეა კარანტინია გამოცხადებული.

საშიში დაავადებით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა სამხრეთ კორეაშიც, სადაც გასული 12 საათის განმავლობაში 600 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მსხვერპლი კი 9 ამდე გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების მაჩვენებელი შემცირებული იყო, დღეს კვლავ გაზრდილია.

ქალაქ უხანში, საიდანაც ვირუსი გავრცელდა, 508 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელების მასშტაბი ჯერ პანდემია არ არის, თუმცა ქვეყნებს საამისოდ მომზადებისკენ მოუწოდებს. 


close დახურვა