logo
ENG



იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

17 თებ 202020:58
3 წუთის საკითხავი
clock 1440
ilrkqu9811z5u3q.jpg

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა - გენერალური პროკურორობის კანდიდატის სასარგებლოდ 8 დეპუტატმა მისცა ხმა.

კენჭისყრა ორ ეტაპად ჩატარდა. ამ კენჭისყრით იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რეკომენდაცია მისცა საქართველოს პარლამენტს შოთაძის პროკურორად დამტკიცების შესახებ.

„თითოეულ გადაწყვეტილებას ვიღებ პირადად, დამოუკიდებლად. ვარ ზრდასრული ადამიანი, შესაბამისად ყველა გადაწყვეტილებას ვიღებ პირადად. რაც შეეხება უმრავლესობის დამოკიდებულებას ჩემს გადადგომასთან, ჩემთვის ამის შესახებ ცნობილია მაშინდელი განცხადებებიდან გამომდინარე. რაც შეეხება იმას, მაშინ როგორ მივიღე ეს გადაწყვეტილება - მივიღე დამოუკიდებლად და არაერთხელ ვთქვი. დღესაც გავიმეორებ, რომ ნამდვილად არ ვნანობ ამ გადაწყვეტილებას და ვფიქრობ, რომ სწორი იყო", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ კენჭისყრის შემდეგ.

შოთაძის მოსმენა პარლამენტში დღეს დაახლოებით 6 საათს გაგრძელდა. ირაკლი შოთაძის კანდიდატურას საბოლოოდ კენჭს ხვალ, 18 თებერვალს უყრიან.


close დახურვა