logo
ENG



კაპანაძე: უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს საბჭოთა ოკუპაციის ტრაგიკული დღეა

25 თებ 202010:15
3 წუთის საკითხავი
clock 398

„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა და პარტიის წევრებმა კოჯორში იუნკერების მემორიალს პატივი მიაგეს. როგორც პარტიის წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, ყველას უნდა ახსოვდეს ქვეყნისთვის გაღებული მსხვერპლი.

„დღეს არის საბჭოთა ოკუპაციის დადგომის დღე, ეს არის ტრაგიკული დღე ჩვენს ისტორიაში. უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იბრძოდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და ეს ბრძოლები არ იყო მარტო აქ“, - განაცხადა კაპანაძემ. 

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.


close დახურვა