„ქართულმა ოცნებამ ჩააგდო ეს ტექსტები და შემდეგ ევროპარლამენტმა ეს რომ დაინახა ადგნენ და ჩააგდეს მთლიანად ტექსტი. ამით ძალიან სერიოზული გზავნილი მიაწოდეს მთავრობას, ოღონდ მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს ეტყვიან რა მოხდა“,-აღნიშნული განცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ გააკეთა.

კახიძის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები ივანიშვილს ვაკუუმში ამყოფებენ.

„ერთ-ერთი წინადადება იყო, რომ ანაკლიის პორტი საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი. ტექსტი რომელიც ეხება პროექტს, რომელზეც მთავრობა ამბობს, რომ მათ უნდათ ამის გაკეთება, ჩააგდეს. ყველაფერი ჩაუგდეს ევროპარლამენტარებს და მერე ეგონათ, რომ ისინი არ ჩაგვიგდებენ ამ სამარცხვინო ტექსტს და მერე იზეიმებდნენ ამ გამარჯვებას კალაძე და კობახიძე.

ამით ძალიან სერიოზული გზავნილი მიაწოდეს მთავრობას, ოღონდ მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს ეტყვიან რა მოხდა. ამ ყველაფერს აქვს ერთი მიზანი, რომ ივანიშვილი ამყოფონ ვაკუუმში, ამ დროს გაუარესდება სიტუაცია,

ვიღაცა ახარჯინებს ფულს ლობისტებში, ფული კი არ უნდა ხარჯოთ ბატონო ბიძინა, არამედ უნდა ადგეთ ქართველი ხალხის შეურაცხყოფა წაიღოთ უკან, ნორმალური საარჩევნო სისტემა შემოიტანოთ, შეწყვიტოთ ეს უმსგავსი პოლიტიკური დევნა და ამით თქვენ გაქვთ შანსი, რომ 2012 წლის მემკვიდრეობა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებით ნორმალურად შეირგოთ და ქვეყანასაც შეარგოთ“,-განაცხადა ოთარ კახიძემ.