logo
ENG



კობახიძე ოპოზიციაზე: თუ ისინი მოუბრუნდებიან მოლაპარაკებების მაგიდას ამის რესურსი არსებობს

18 თებ 202012:01
3 წუთის საკითხავი
clock 341

 

ამ წუთებში პარლამენტში უმრავლესობის სხდომა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოში მმართველი გუნდის წარმომადგენლები იმყოფებიან. მედიასთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება მზად არის მოლაპარაკებების გასაგრძელებლად და ისინი ოპოზიციის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

„ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ შეთავაზება დიალოგთან დაკავშირებით, თუ ისინი მობრუნდებიან დიალოგის მაგიდას ბუნებრივია რესურსი არსებობს ჩვენ ველოდებით მათ პოზიციას. ისინი პოლიტპატიმრებს უწოდებდენ იმ ადამიანებს, რომლებიც აწყობდნენ ხელისუფლების გადატრუიალებას ივნისში, რაც არის აღიარებითი ჩვენება "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, რომ ეს მცდელობა ხელისუფლების გადატრიალების იყო მათ მიერ დაორგანიზებული“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტის ყველა შესასვლელთან პოლიტიკოსები, სამართალდამცავები და ჟურნალისტები არიან მობილიზებული - ოპოზიციური პარტიები საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას მართავენ და შენობის პიკეტირებას ახორციელებენ. ამ ფორმით ისინი გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დანიშვნას აპროტესტებენ. ცოტა ხნის წინ შელაპარაკება მოხდა სამართალდამცველებსა და ჟურნალისტ გიორგი კაპანაძეს შორის.

 


close დახურვა