ჩინეთის პროვინცია ჰუბეიში გასული დღის განმავლობაში ახალი კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით 116 ადამიანი დაიღუპა.

კოვიდ-19-ის შედეგად გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 1300-ს გადააჭარბა. დაავადების გავრცელების ეპიცენტრში დაინფიცირების 5 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

პარალელურად, საკრუიზო ლაინერი, რომლის მგზავრებმაც კორონავირუსის საფრთხის გამო 2 კვირა ზღვაში გაატარეს, კამბოჯამ მიიღო. გემის 1500-ზე მეტ მგზავრს პორტში სამედიცინო პერსონალი დახვდა და სიმპტომების მქონე პირების გამოკვლევა ჩაუტარდათ. მანამდე საკრუიზო ლაინერს პორტში შეშვებაზე სულ მცირე 5-მა ქვეყანამ უთხრა უარი.