logo
ENG



კრეიცერის სონატა - მარჯანიშვილის თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან

17 თებ 202020:42
3 წუთის საკითხავი
clock 379

 

"კრეიცერის სონატა", - მარჯანიშილის თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან. ლევ ტოლსტოის ერთ დროს ცნობილი და გახმაურებული ნოველა სცენაზე ლევან წულაძემ და თემო კუპრავამ გადმოიტანეს. მთავარ როლებს სპექტაკლში ნიკოლოზ კუჭავა და ლელა მებურიშვილი ასრულებენ.

ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის სირთულეები, ეს ის თემაა, რომელსაც "კრეიცერის სონატა" ეხმაურება. კაცი მეუღლეს კლავს და შემდეგ საკუთარი საქციელის ახსნას ცდილობს.

ტოლსტოის ერთ დროს ძალიან ცნობილი და გახმაურებული ნოველა სცენაზე ლევან წულაძემ და თემო კუპრავამ გადმოიტანეს.  ამ სპექტაკლში ბევრი წყვილი საკუთრ თავს ამოიცნობს. როდესაც ნოველა დაიბეჭდა, ბევრს ისიც ეგონა რომ ტოლსტოის ავტობიოგრაფიას კითხულობდა. ასეთი ამბები დღევანდელ რეალობაშიც ბევრია.

 

 


close დახურვა